ახალი ამბები
სუს-ის ინფორმაციით, უკანონო ბორდერიზაცია 3 ლოკაციაზე მიმდინარეობს
ხურალეთის შემდეგ, უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ნიქოზთან და ატოცთან განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

დღის სხვადასხვა მონაკვეთებში, რუსეთის სამხედროები ბოძებს და ღობეებს ამონტაჟებენ.

,,აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა "ცხელი ხაზი" და მოთხივნილ იქნა უსაფრთხოების გარემოს უკიდურესად დამაზიანებელი ზემოაღნიშნული უკანონო ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტა. საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დესტრუქციული ქმედებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას." - აღნიშნულია სუს-ის (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის) განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები