ახალი ამბები
გორში კომბინატის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გორში კომბინატის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის პოლიციამ 26 წლის მამაკაცი დააკავა.  1994 წელს დაბადებული თ.თ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ქალაქ გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს - 1983 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები