ახალი ამბები
ატენის ხეობაში ფოიერვერკის გაშვების შემდეგ ხე-ბუჩქნარს ცეცხლი გაუჩნდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ჯერ ხმელ ბალახსს, შემდეგ კი ხე-ბუჩქნარს მოედო.

სოფლის წარმომადგენელი ნუგზარ მძინარაშვილი ამბობს, რომ ცეცხლის კერა დიდ ფართობზე არ გავრცელებულა:

,,ფაცხებში ოჯახი ქეიფობდა, საზეიმოდ აღნიშნავდნენ რაღაცას. შემდეგ გაუშვეს ფეიერვერკი. ის ცეცხლი ჩავარდა ხმელ ტოტებში და გაჩენილა ცეცხლი. დროულად მოვიდნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. დაახლოებით 10 წუთში უკვე სრულად ჩააქრობენ" - ამბობს ნუგზარ მძინარაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები