ხილვადობის აღდგენისთანავე სახანძარო-სამაშველო ძალებმა განაახლეს
ცეცხლის ქრობა.
ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან
გვაცნობეს.
,,ცეცხლი უკიდია ბუჩქნარს და ბალახს, მთის კლდოვან ნაწილზე. 30-მდე
მეხანძრე-მაშველი მობილიზებულია სპეც აღჭურვილობით და მიმდინარეობს
კერების დამუშავება. ამ დროისთვის მიმდინარეობს სალოკალიზაციო
სამუშაობი." - გვითხრეს პრეს-სამსახურში.
შეგახსენებთ, გუშინ საღამოს ცეცხლი მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც ერთ-ერთი ფაცხიდან ფოიერვერკი გაისროლეს.
სტატიის გამოყენების პირობები