ახალი ამბები
ხაშურის მერია: ,,ავარიული ხიდის გამო 3 სოფელი მოწყვეტილია ცენტრს"
ხაშურის მერიის ადმინისტრაციის ცნობით, 3 სოფელი მოწყვეტილია მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილს. 2020 წლის 14 სექტემბერს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა სიტუაცია ადგილზე შეამოწმეს. აღმოჩნდა, რომ ხიდის დამჭერები გაწყვეტილია. 

,,ხიდით სარგებლობს სოფლის მოსახლეობა, შესაძლებელია ხიდის სავალი ნაწილის დარჩენილი დამჭერების დაწყვეტა, რაც გამოიწვევს ხიდის მოშლას და სავარაუდოდ სავალი ნაწილის ვარდნას. მოსახლეობა ითხოვს შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში მოეწყოს მდინარეზე გადასასვლელი ხიდი, რომელიც სოფლის მოსახლეობას გაუადვილებს გადაადგილებას.'' - აღნიშნულია კომისიის დასკვნაში.

ხიდით სარგებლობს ქაშვეთის, კორისწყაროსა და თაგვეთის მოსახლეობა. ხაშურის მერიის ადმინისტრაციის ცნობით, ხიდის შესაკეთებელად 40 000 ლარია საჭირო, რომელიც უკვე გამოიყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები