შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის
ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გორში ერთ-ერთ საცხოვრებლ
კორპუსში, მეოთხე სართულზე იყო ხანძარი და სახლში იმყოფებოდა მწოლიარე
ქალი.
სახანძარო-სამშველო ჯგუფები ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ და
ქალის ძლიერი დაკვამლიანებიდან უვნებლად გამოყვანა შეძლეს.
მის მდგომარეობას ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმრების ექიმები
ამოწმებენ. მეხანძრე-მაშველბმა კორპუსის ევაკუაციისას, ასევე,
გამოიყვანეს 2 მამაკაცი.
ხანძარი ლოკალიზებულია, ქრობის სამუშაობში ჩართულია 3 ეკიპაჟი.
წყარო: პრესსამსახური
სტატიის გამოყენების პირობები