ახალი ამბები
,,ეს მოხდა სულიერი აღელვების ფონზე" - ადვოკატი გორში მომხდარ მკვლელობის შესახებ
გორში ანწუხელიძის ქუჩაზე რამდენიმე დღი ს წინ სმამაკაცი მოკლეს,  რომელიც ბრალდებულის მეგობარი აღმოჩნდა - გვითხრა დაკავებული მამაკაცის ადვოკატმა, ნოდარ ცინცაძემ. მისი თქმით, მკვლელობის დროს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, სულიერი აღელვების ქვეშ იმყოფებოდა.

,,მე, რისი თქმაც ამჟამად შემიძლია, ყველაფერი გამყარებულია მტკიცებულებებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, რამდენიმე თვის წინ, შეიტყო, რომ მისი მეუღლის მიმართ განხორციელდა ძალადობა. ამის შესახებ შეიტყო ქმარმა. მეუღლემ აუხსნა, რომ ეს იყო ძალადობა, თუმცა არ ამხელდა მოძალადე მამაკაცს. სთხოვა ქმარს, რომ ეს ამბავი დაევიწყებინა. ქმარი შეპირდა ცოლს, რომ ყველაფერს დაივიწყებდა, თუმცა, კავკასიური ბუნებიდან გამომდინარე, ვერ ივიწყებდა. დღეს, შეიტყო, თუ ვინც იყო ეს პიროვნება. ვერ წარმოედგინა, რომ მისი მეგობარი ამას გააკეთებდა. სწორედ, დღეს ჩამოვიდა მეგობარი მასთან, რასაც მოყვა დაპირისპირება. ამჟამად, მიმდინარეობს გამოძიება. თუ პროკურატურა დაამტკიცებს, რომ მკვლელობა ნამდვილად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა, ეს აუცილებლად მოხდებოდა სულიერი აღელვების ფონზე." - გვითხრა ნოდარ ცინცაძემ.

მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. ესენია: განზრახ მკვლელობა, სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა. გარდაცვლილს სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობა აღენიშნება..

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები