ახალი ამბები
გორის სოფელ ტირძნისში კორონავირუსის ახალი 1 შემთხვევა დადასტურდა
გორის სოფელ ტირძნისში კორონავირუსის ახალი 1 შემთხვევა დადასტურდა.

ამის შესახებ განცხადება შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბში გააკეთეს.

დაინფიცირებულია არასრულწლოვანი. ის იმ მედდის კლასტერს უკავშირდება, რომელსაც კოვიდი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.

ტირძნისში კოვიდინფიცირების 3 შემთხვევა, ასევე, არასრულწლოვნებში, გუშინ გამოვლინდა. 

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის ახალი 196 შემთხვევა დადასტურდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები