ახალი ამბები
,,მკვლელობაში ბრალდებულმა თავი დაიცვა" - ადვოკატი
კასპში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის საქმეზე დაკავებული 63 წლის მიხეილ კოტიაშვილი გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

ის ცოტა ხნის წინ, მისმა ინტერესების დამცველმა მოინახულა. ადვოკატ ხვიჩა ქოთოლაშვილოს განცხადებით, დაკავებული ფაქტს ადასტურებს თუმცა განზრახ მკვლელობას არა. ქოთოლაშვილის თქმით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ხელოსანმა კლიენტებს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნა, რაც ის სცემეს და დაკავებულს სისხლჩაქცევებიც აღენიშნება.

მიხეილ კოტიაშვილს ბრალს ხვალ წარუდგენენ, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მუხლით აქვს დაწყებული. შეგახსენებთ, მკვლელობა კასპში გუშინ საღამოს მოხდა, მანქანების ხელოსანმა საკუთარ სახლში ორ კლიენტს მასზე რეგისტრირებულო ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, ერთი ადგილზე დაიღუპა მეორე კი დაიჭრა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები