ახალი ამბები
21 სექტემბერი: საქართველოში კორონავირუსით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ახალი 193 შემთხვევა
საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსით ჯამში 20 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3695 -ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 40 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მათმა რაოდენობამ კი 1534 შეადგინა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

რაც შეეხება გარდაცვლილ ადამიანს, დაავადებათა კონტროლის სამსახურის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდა.

მისივე ინფორმაციით, ქალი ქუთაისში კორონავირუსის დიაგნოზით აფხაზეთიდან გადმოიყვანეს.

მისივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო.

"ეს პაციენტი გადმოყვანილი იყო აფხაზეთიდან. როცა გადმოიყვანეს, უკვე იყო ძალიან მძიმე, საჭიროებდა მართვით სუნთქვას. როგორც ინფორმაცია გვაქვს, კორონავირუსი დადასტურებული იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე. რაც შეიძლება გაკეთებულიყო, პაციენტის სიმძიმიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა გაკეთდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს", - განაცხადა გოჩა გიორგაძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები