ახალი ამბები
ბანკში კლიენტები და თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
გორში ბანკის თანამშრომლებსა და კლიენტებს შორის ჩხუბი მოხდა.

კლიენტებმა კომუნალური გადასახადის გამო პრეტენზიები გამოთქვეს.

როგორც ბანკში გვითხრეს, ორი ქალბატონი კომუნალური გადასახადის გადახდას ცდილობდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ თანხა არ ყოფნიდათ.

,,მიაწოდეს 30 ლარი, თუმცა უთხრეს რომ 40 ლარი იყო საჭირო, ამაზე მოხდა ჩხუბი, წივილ-კივილი, ამდენი რაოდენობის გადასახდელი არ უნდა იყოსო"-გვითხრეს შემთხვევის ადგილზე.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება ცემის მუხლით არ დაწყებულა. მიმდინარეობს მოკვლევა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები