ახალი ამბები
ბადრი ბასიშვილმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში შეხვედრები გამართა (R)
ბადრი ბასიშვილმა დღეს კონფლიქტისპირა სოფელ დიცის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, მათი პრობლემები მოისმინა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.ძალიან ბევრი პრობლეაა სოფელ დიცში:

მიწის რეგისტრაცია, სასმელი წყალი, უმუშევრობა, მიგრაცია დღითიდღე იცლება სოფლი ხალხისაგან,სახელმწიფოსგან გამოყოფილი გრანტებით მხოლოდ ერთეულებმა ისარგებლეს სოფლის ძირითადი მოსახლეობა აღნიშნული სიკეთით ვერ სარგებლობს, სოფელ დიცში ასევე ძალიან ბევრი ომის ვეტერანი ცხოვრობს რომლებიც ითხოვენ 22 ლარიანი დახმარების გაზრდას.

ადგილობრივები მეტ ყურადღებას მიკრო და გრძელვადიანი სესხების გაცემას ითხოვენ რომ შეძლონ განავითარონ ფერმერული მეურნეობა და აღარ მოუწიოთ სოფლის/თემის დატოვება. უყურადღებოდ დარჩენილი მოსახლეობა 31 ოქტობერს ცვლილებების მოლოდინშია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები