ახალი ამბები
,,გიორგი ხოჯევანიშვილის საარჩევნო პლაკატები შეცდომით ხაშური-ქარელის ოლქში გააკრეს''
,,ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს კურიოზი შეემთხვათ. გორი-კასპის ოლქის მაჟორიტარი კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის საარჩევნო პლაკატები სხვა ოლქში გააკრეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ,,ლელო საქართველოს" გორის ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მელაძე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ეს ამბავი სოფელ სკრაში მოხდა. მართალია სკრა გორის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, თუმცა საარჩევნო უბანი ქარელი-ხაშურს ეკუთვნის:

,,ორ საათში სასწრაფოდ გაგზავნეს ხალხი "შპატელებით" აახიეს ხოჯევანიშვილის "პლაკატები" და
გააკრეს ქარელი-ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატის ისევ ქართული ოცნებიდან ზაზა დუგლაძის "პლაკატები". სასწაული ამ ყველაფერში ისაა, რომ სოფელი სკრა ხაშური-ქარელი ოლქს ეკუთვნის" - აცხადებს გიორგი მელაძე.

,,ქართული ოცნების'' გორის ორგანიზაციის შტაბში გვითხრეს, რომ ინფორმაციას არ ფლობენ.

2020 წლის არჩევნებზე გორი-კასპის მე-15 ოლქში 127 უბანი გაიხსნება. აქედან, გორის მუნიციპალიტეტში - 88.

ცნობისათვის, სხვა არჩევნების დროს, გორს 106 უბანი ეკუთვნის. აქედან 18 უბანი ხაშური-ქარელის მაჟორიტარულ ოლქს მიაკუთვნეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები