ახალი ამბები
EUMM: ,,დღის წესრიგში განხილული იყო გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის და COVID-19 პანდემიის გავლენის საკითხები''
ევროკავშირის მისია გუშინ ერგნეთში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების 97-ე შეხვედრას, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩ მარეკ შჩიგელი და სამხრეთ კავკასიაში, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენლი ელჩ რუდოლფ მიხალკა ხელმძღვანელობდნენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ერგნეთის შეხვედრა ჩატარდა COVID-19-ის პანდემიის ფონზე საჭირო ჯანმრთელობის დაცვის ყველა აუცილებელი ზომის დაცვით. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების შეხვედრების ფორმატის მნიშვნელობას, ყურადღება გაამახვილეს პირდაპირი დიალოგის მნიშვნელობაზე და მონაწილეობა მიიღეს კონსტრუქციულ დისკუსიებში ყველაზე მწვავე საკითხზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ადგილზე სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე.

,,მონაწილეებმა განიხილეს სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი, "ბორდერიზაციის "პროცესები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, ჩორჩანა-წნელისის რაიონში და სხვა ადგილებზე უსაფრთხოების ვითარება, ასევე გადაადგილებისა და საარსებო წყაროების საკითხები. დღის წესრიგში ასევე განხილული იყო ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული კონტროლირებადი გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის და COVID-19 პანდემიის გავლენა. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო დაკავებების შემთხვევებს." - აღნიშნულია განცხადებაში.

თანათავმჯდომარეები მიესალმნენ მონაწილეების სურვილს მონაწილეობა მიიღონ რეგულარულ დიალოგში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატში. ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართვადი ცხელი ხაზის მნიშვნელოვან როლს, თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ კვლავ გადამწყვეტ საკითხად რჩება ინფორმაციის დროული გაცვლა ყველა შესაძლო პლატფორმის საშუალებით ინციდენტების თავიდან აცილების და დაძაბულობის შემცირების მიზნით.

თანათავმჯდომარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ადგილობრივ თემებში ადამიანის უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობას და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გამოწვევების მოგვარებას. მონაწილეებს მოუწოდეს ერთობლივი ძალისხმევისკენ ადგილზე ზოგადი სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით.

მონაწილეების შეთანხმდნენ შემდეგი შეხვედრის 2020 წლის 20 ნოემბერს ჩატარების გეგმაზე, თუ ვითარება შესაძლებლობას მისცემთ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები