საქართველოში კორონავირუსით 54-წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მამაკაცი
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
ოფიციალური მონაცემებით, ის უკვე 27-ე პაციენტია, რომლის
გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსული ინფექციაა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4664-მდე გაიზარდა.
ქვეყანაში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.
სტატიის გამოყენების პირობები