ახალი ამბები
გორში მომხდარ ავარიისას სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო
ავტოავარია მოხდა გორში, ფარნავაზის ქუჩაზე.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანიდან მგზავრის ამოსაყვანად სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები