ახალი ამბები
გორის ჰოსპიტლიდან კოვიდპაციენტი ქიწნისში ფეხით გაიქცა
,,მამის ნახვა მინდოდა" - განუცხადა პაციენტმა პოლიციას, რომელსაც საკუთარ სახლში, სოფელ ქიწნისში მიაკითხეს.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ორი დღის წინ, ღამით გაიქცა.

გაქცევის ფაქტი დაადასტურა რეგიონის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, სიმონ გულედანმა.

დაინფიცირებულ მამაკაცს, რომელიც ჰოსპიტალიდან სახლში მამის სანახავად წავიდა, კორონავირუსის არსებობაში დარწმუნებული არაა. კოვიდინფუცირებული პაციენტი პოლიციამ და ეპიდემიოლოგებმა რამდენიმე საათის შემდეგ ბოქსირებულ განყოფილებაში დააბრუნეს, მამას კი ტესტი აუღეს და კარანტინში გადაიყვანეს.

საავადმყოფოში შესვლა მკაცრად კონტროლდება სამხედრო პირების მიერ, იქიდან გამოსვლა, კი ნებისმიერ პირს შეუძლია.

რაც შეეხება ქიწნისის კლასტერს, აქ კორონავირუსი რამდენიმე ადამიანს დაუდასტურდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები