ახალი ამბები
მოხისში მგელმა 12 სული ცხვარი გაანადგურა
წუხელ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში მგელმა ცხვრები გაანადგურა. ადგილობრივი მცხოვრლების ცნობით, მგლის თავდასხმას მხოლოდ ორი ცხვარი გადაურჩა.

,,12 ცხვარი სულ გაფუჭებულია, ზოგი დაიხოცა, ესენიც მოკვდებიან ალბათ. არც კი ვიცი, რა ვქნათ, დახმარება დაგვჭირდება," - გვითხრეს დაზარალებულებმა.

მათივე თქმით, სოფელში მგლების თავდასხმა საქონელზე ხშირია და არაერთი შემთხვევა ყოფილა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები