ახალი ამბები
,,ბი დი სი აკადემია'' აცხადებს მსმენელების მიღებას [R]
,,ბიდისი აკადემია'' აცხადებს მსმენელების მიღებას, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით. ჯგუფში იქნება რამდენიმე მსმენელი, სადაც გათვალისწინებული იქნება ორმეტრიანი დისტანციის დაცვა. აკადემია აცხადებს მიღებას შემდეგი მიმართულებებით: ფარმაცია, ბუღალტერია საექთნო საქმე, სკოლამდელი აღზრდა, ფსიქოლოგია, აიტი ინჟინერია და ა.შ.

,,ბი დი სი აკადემიაში' ბევრი მიმართულება ისწავლება, ძირითადად ეს ეხება პროფესიულ მომზადება გადამზადებას. ესენია, საკონდიტრო საქმე, კულინარია, პირველადი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. თითქმის ყველა ის მიმართულება რაც დღეს არის მოთხოვნადი შრომის ბაზარზე და რაშიც მეტწილად არის დასაქმების საშუალება.

პანდემიის მიუხედავად აკადემიამ გახსნა ახალი ფილიალი ქუთაისსა და თელავში. უახლოეს მომავალში ფილიალის გახსნა იგეგმება ბათუმშიც.

ქალაქ გორში მსენელების მოთხოვნა არის საკმაოდ დიდი და აქ არსებული ფილიალიც მალე გაფართოვდება.

,,ბი დი სი აკადემიას აქვს 14 წლიანი გამოცდილება, შესაბამისად კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებები, ითვალისწინებს, წარმატებული კურსდამთავრებულების სტაჟირების შემდგომ დასაქმებას. ეს არის აფთიაქები, კლინიკები, ტურისტული კომპანიები, რესტორნები, ბაგა-ბაღები. დამსაქმებლები უკავშირდებიან აკადემიას და ითხოვენ გადამზადებულ კადრებს.

აკადემია ასევე ახორციელებს სწავლის ანაზრაურებაზე ფასდაკლების პროგრამებს დევნილთათვის, სოციალურად დაუცველთათვის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ასევე ფასდაკლების ვაუჩერები გადაეცემა სტუდენტებს მათთვის სასურველი მიმართულების შესასწავლად.


Print

სტატიის გამოყენების პირობები