ახალი ამბები
კასპის სოფელ ქვემო გომში ხარმა 18 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში 18-წლის ბიჭი ხარმა მოკლა. ამის შესახებ სოფლის წარმომადგენელი, კახა კაციაშვილი გვესაუბრა.

მისი თქმით, ბიჭი გარდაცვლილი ნახეს, რომელსაც საკუთარი ხარი ბალახის საძოვრად მდინარის პირას, ჭალაში ჰყავდა ჩაყვანილი. სოფლის წარმომადგენელი, კახა კაციაშვილი ამბობს, რომ 18 წლის ბიჭი საქონელთან ერთად მარტო იყო წასული.

როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, ხარი თავისი გაზრდილი იყო და თოკითაც დაჰყავდა ახალგაზრდა მწყემსს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები