ახალი ამბები
გორში ტურიზმის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
27 სექტემბერს მსოფლიო ტურიზმის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ქ. გორში, „ლომჭაბუკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ, მომავალ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის წინ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

დამსწრე საზოგადოებას მსოფლიო ტურიზმის საერთაშორისო დღე მოულოცეს და ტურიზმის სფეროში დაგეგმილ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

შეხვედრა ა(ა)იპ გორის მუნიციპალტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს, ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.

ეს დღე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მიერ 1979 წელს დაწესდა. მსოფლიო ტურიზმის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად 27 სექტემბერი იმის გამო შეირჩა, რომ სწორედ ამ დღეს მიიღეს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წესდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები