ახალი ამბები
ნადარბაზევში კორონავირუსი 2 მოსწავლეს დაუდასტურდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევში მეათე და მეორე კლასის მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი შავშვების სკოლაში სწავლობენ.

სკოლის დირექტორის თქმით, და-ძმა პაპისგან დაინფიცირდა. ხვალიდან კი სასწავლო პროცესი, ორი კვირის განმვალობაში, დისტანციურ რეჟიმზე გადავა.

,,როგორც ცნობილია, 22 სექტემბერს, სოფელ ნადარბაზევში მამაკაცს დაუდასტურდა კორონავირუსი. დღეს კი დადებითი პასუხი ტესტებზე მის ორ შვილიშვილს მოუვიდა. ისინი და-ძმანი არიან." - გვითხრა სკოლის დირექტორმა.

ბავშვები სკოლაში ბოლოს 25 სექტემბერს იყვნენ:

,,ამჟამად, მიმდინარეობს კვლევა, ეპიდემიოლოგები მუშაობენ სოფელში, ამოწმებენ თანაკლასელებს. ნიმუშები გაიგზავნება ლაბორატორიაში. მანამდე, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადავა, ამის გამოცდილება გვაქვს" - აცხადებს დირექტორი.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 314 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 7 - შიდა ქართლში. მათ შორის, 2-2 ქარელსა და ხაშურში, 3 - გორის მუნიციპალიტეტში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები