ახალი ამბები
ავტობანზე ავარიისას ავჭალელი ახალგაზრდები დაიღუპნენ
ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დღეს ავტობანზე ავარიისას დაიღუპა, თბილისში, ავჭალის დასახლებაში ცხოვრობდა. დაღუპულები არიან როინ ელბაქე და გიორგი კაპანაძე.

დაშავებულია კიდევ ორი მამაკაცი, რომლებიც გორის ჰოსპიტალსა და ,,გორმედში" გადიან მკურნალობას. 

დღეს დაახლოებით 15:30 სთ-ზე თბილისისკენ მიმავალი ,,ნისანის" მარკის ავტომანქანა ტრაილერს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ცხედრებისა და დაშავებულების გადმოსაყვანად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები