ახალი ამბები
გორში ახლადრეაბილიტირებულ ქართლის ქუჩაზე სახლები დაიტბორა
გორში, უხვი ნალექის შემდეგ, ქართლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების ეზოები და სარდაფები დაიტობორა. აღნიშნულ ქუჩას სარეაბილიტაციო სამუშაობი ჩაუტარდა, თუმცა სანიაღვრე სისტემა მოუწესრიგებელი დარჩა.

ქუჩის რეაბილიტაციის შესახებ გორის მერიამ განცხადება 2020 წლის აგვისტოს დასაწყისში გაავრცელა. სამუშაოები ორი თვეა მიმდინარეობს და ნოემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა დასრულებამდე ერთი თვით ადრე, მოსახლეობამ კომფორტული გარემო ვერ იგრძნო.

"პროექტის მიხედვით, ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად რეაბილიტირდება ტროტუარები, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. მოეწყობა ბორდიურები და ჰორიზონტალური საგზაო ნიშნები. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩაზე გადაადგილება კომფორტული და უსაფრთხო იქნება." – განაცხადა გორის მერის პირველმა მოადგილემ ერასტი ელიჯარაშვილმა.

"გორში, ქართლის ქუჩის რეაბილიტაციის დანიშნულებაა უზრუნველყოს კომფორტული და უსაფრთხო სატრანსპორტო მოძრაობა. არსებული საგზაო საფარი ამორტიზირებული ასფალტბეტონისაა, რომელიც ძლიერ დაზიანებულია, შეინიშნება ორმოები", – წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გათვალისწინებულია 200 კვმ მიერთების რეაბილიტაცია და ეზოში შესასვლელების მოწყობა. გზის სიგრძე სულ რაღაც 300 მ-ია. პროექტის ჯამური ღირებულება კი 280 000 ლარია



Print

სტატიის გამოყენების პირობები