რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
დაზიანებული ღობე ვარიანის წყლის სათავე ნაგებობასთან
გორში, კომბინატის დასახლებაში მცხოვრებლებს სასმელი წყალი ვარიანის სათავე ნაგებობიდან მიეწოდება. დღეს დილით ,,იავნანას" ბავშვთა კლინიკაში 48 მოზარდი მიიყვანეს, რომელთაც მოწამვლის ნიშნები აღენიშნებოდათ. ექიმებთან საუბარში ბავშვების მოწავლის ფაქტს მშობელთა ნაწილი სასმელ წყალს, ნაწილი კი, - საკვებს უკავშირებდა.

მოწამვლის ზუსტი მიზეზის განსაზღვრა ,,იავნანას" ექიმებსაც უჭირთ, თუმცა ადასტურებენ, რომ ბავშვებს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებათ. 48 მოზარდიდან პედიატრიულ მკურნალობას 16 მოზარდი დაექვემდებარა.

გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიის გორის სერვისცენტრის მენეჯერი, შალვა ტაბატაძე კატეგორიულად უარყოფს სისტემაში წყლის მოწამვლის ფაქტს. განსაკუთრებით, იმ შემთხვევის დროს, როდესაც სათავე ნაგებობიდან გამომავალი წყლის სინჯები სისტემატიურად მოწმდება.

გორის მერიის წყალმომარაგებისა და სასმელი წყლის სისტემების სამსახურის ხელმძღვანელი, ბონდო მარუაშვილიც აცხადებს, რომ გამორიცხულია სათავე ნაგებობაზე წყლის დაბინძურება. მარუაშვილი განმარტავს, რომ თუ კი დადასტურდა, რომ ბავშვები წყლით მოიწმალნენ, ეს კონკრეტულად ადგილობრივ დონეზე, შიდა ასელის დაზიანეის შემთხვევაში მოხდებოდა, თუმცა ამასაც გამორიცხავს.

,,ამას წინათ, კასპშიც მოხდა მსგავსი ფაქტი. მოულოდნელად, რამდენიმე ადამიანს დაემართა დიარეა. წყლის შემთხვევა გამოირიცხა. რა მოხდა იქ, ჩვენთვისაც უცნობი დარჩა. ვარიანის სათავე ნაგებობა მაქსიმალურად დაცულია უცხო სხეულებისგან. სანიტარულად დაცული ტერიტორიაა" - ადასტურებს ბონდო მარუაშვილი, რომელსაც სისტემატიური კომუნიკაცია აქვს წყალმომარაგების კომპანიასთან.

ადგილი საიდან მარაგდება კომბინატის დასახლება?

წყლის სათავე ნაგებობა, რომლითაც კომბინატის დასახლება მარაგდება, დასახლებიდან 10 კმ მანძილითაა დაშორებული. სათავე ნაგებობა, თავისი დაცული ტერიტორიით, 10,3 ჰა-ზეა გაშენებული.

Qartli.ge-მ გაარკვია, რომ სათავე ნაგებობას დამცავი ღობე დაზიანებული აქვს ლიახვის პირზე. დაზიანებული ღობის სიგრძე სულ რაღაც 250 მ-ია. ამჟამად, ამ დამცავი ღობის დაზიანებულ ადგილზე საპროექტო სამუშაოები ხორციელდება.
პროექტზე კომპანია ,,ლოდი +"-ი მუშაობს. მისი წარმომადგენელი ამბობს, რომ დაზიანებული ღობე კონკრეტულად სათავე ნაგებობის შენობიდან 2-3 კმ-ითაა დაშორებული.

,,კონკრეტულად, სადაც წყალი გროვდება, იმას თავისი დამცავი სისტემა აქვს. თქვენ რა ფოტოებიც ნახეთ, ეგ ამ შენობიდან 2-3 კმ-ითაა დაშორებული. მე ვსწავლობ მაგ ადგილს და დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ რაიმე ცხოველი დამცავ ნაგებობასთან ვერ მოხვდება." - გვითხრა ,,ლოდი პლიუსის" წარმომადგენელმა.



2020 წლის ივნისში ,,ლოდი პლიუსმა" გაიმარჯვა ტენდერში, რომლის მიხედვით, უნდა შეადგინოს გეგმა, თუ როგორ გამამგრდეს ლიახვის სანაპირო და კედლის შლა სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე ღრმად არ შეიჭრას:

,,ჩვენი სამუშაო ითვალისწინებს, კონკრეტულად, შევისწავლოთ, როგორ გამაგრდეს სანაპირო, რათა კიდევ მეტი ნაკვეთი არ წაიღოს წყალმა. კიდევ ვიმეორებ, დაზიანებული ადგილი საკმაოდ მოშორებითაა წყლის შემგროვებელ სისტემასთან." - ირწმუნება საპროექტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომლის ოფისი გორში მდებარეობს. მან პროექტი 2021 წლის აპრილში უნდა გაამზადოს. წინასწარი გათვლებით, სანაპიროს გამაგრებას 300 000 ლარი დასჭირდება.

რას წარმოადგენს ვარიანის სათავე ნაგებობა?

ქ. გორის წყალმომარაგების "ვარიანის" სათავე ნაგებობა განთავსებულია სოფ. ვარიანის ტერიტორიაზე (ნაკვეთების საკადასტრო კოდი: 66.43.10.098; 66.43.10.188; 66.43.10.005), ქ. გორის ჩრდილო- დასავლეთით დაახოებით 10 კმ-ის მანძილზე, მდინარე ლიახვის მარჯვენა სანაპიროზე. ხოლო საპროექტო მონაკვეთი მდებარეობს ნაკვეთის (საკადასტრო კოდით - 66.43.10.098) ჩრდილო-აღმოსავლეთით.



"ვარიანის" სათავე ნაგებობა მოეწყო 1970-იან წლებში, სათავე წარმოადგენს ჰორიზონტალური დრენაჟის ტიპის წყალმიმღებს. სათავე ნაგებობას გააჩნია სანიტარული დაცვის ღობე.

პირველ სურათზე მოცემულია სათავე ნაგებობის სანიტრაული ზონის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილი მდინარე ლიახვის წყალმცირობის პერიოდში. ხოლო მეორე სურათზე მოცემულია იგივე ტერიტორია მდინარის წყალუხვობის პერიოდში.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ შედგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ სათავე ნაგებობის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 250 მეტრიანი მონაკვეთს ნაპირდაცვითი სამუშაოების განხორციელება სჭირდება.


იხ. ამავე თემაზე:

უბანი გორში, სადაც ბავშვები მოიწამლნენ

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.