ახალი ამბები
გორში მძიმე მდგომარეობაში მყოფი სამხედრო მოსამსახურე ხიდის ქვეშ იპოვეს
გორში 40 წლის ასაკის სამხედრო მოსამსახურე უმძიმესი დაზიანებებით კლინიკაშია მოათავსებული.

მას გადაუდებელი ოპერაცია ხერხემალზე ჩაუტარდა.

გვიან ღამით, მამაკაცი პოლიციამ წმინდაწყლის დასახლებაში, ერთ-ერთი ხიდის ქვეშ უმძიმეს მდგომარეობაში იპოვა.

ერთ-ერთი ახლობლის ცნობით, ჯარისკაცი დაბადების დღეზე  იმყოფებოდა.  ის სახლში მეგობართან ერთად ბრუნდებოდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ, პოლიციას თანმხლებმა პირმა შეატყობინა, რომ მისი მეგობარი ხიდის გვერდით მდებარე ტერიტორიიდან გადავარდა, რადგან ფეხი დაუცურდა..

პოლიციაში შესული შეტყობინების შემდეგ, სამართალდამცველემა ჯარისკაცი ხიდის ქვეშ ნახეს. 

გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და დაშავებული ჯარისკაცი თავდაპირველად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, მძიმე მდგომარეობის გამო მისი თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო. ის ახლა ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობასა და სხეულის დაზიანებას გულისხმობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები