ახალი ამბები
ბადრი ბასიშვილი აღაიანის მოსახლეობას შეხვდა [R]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გორისა და კასპის ოლქში ამომრჩევლებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ გეგმებზე ისაუბრა,რაც კადპის მუნიციპალიტეტს და სოფელ აღაიანს უკავშირდება.

მოსახლეობამ სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.მათი თქმით,წლებია აღაიანში სასმელი წყლის პრობლემა დგას,რის მოგვარებაც ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

"მოსახლეობასთან შეხვედრები კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ არსებული ხელისუფლება შესაცვლელია. უკვე ოთხი წელია სოფელ აღაიანს სასმელი წყალი არ მიეწოდება.არადა ხელისუფლების მხრიდან სულ იდნავი ძალისხმევაც რომ გამოჩენილიყო ამ პრობლემის მოსაგვარებლად,ეს ადამიანები ასეთ პირობებში აღარ იცხოვრებდნენ.მიხარია,რომ აღაიანელები,ისევე როგორც დანარჩენი მოსახლეობა,მზადაა ცვლილებებისთვის".
Print

სტატიის გამოყენების პირობები