ახალი ამბები
გორში კორონავირუსი საპატრულო პოლიციის თანამშრომელს დაუდასტურდა
გორში, დღეს საღამოს, კორონავირუსის ახალი, 2 შემთხვევა დადასტურდა. ერთ-ერთი ინფიცირებული საპატრულო პოლიციის თანამშრომელია, რომელიც შიდა ქართლის სამმართველოში ოპერატორად მუშაობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას 12 ოქტომბერს დილით გაავრცელებს, ასევე, კლასტერების შესახებ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეც ისაუბრებს.

ცნობილი ხდება ისიც, რომ მეორე დადასტურებული შემთხვევა კულტურის სფეროს წარმომადგენელს უკავშირდება.

რაც შეეხება გასული 24 საათის მონაცემებს, შიდა ქართლში 11 ოქტომბერს კორონავირუსის 7 შემთხვევა იყო დადასტურებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები