ახალი ამბები
ცოლის ცემის ბრალდებით, გორში მამაკაცი დააკავეს
გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გუშინ, გვიან ღამით, ცოლის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს.

ძალადობას წინ უძღოდა კონფლიქტი მეუღლეებს შორის, რომელიც ფულის გამო მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ცოლმა ქმარს თბილისში გასაყიდად გაატანა პარფიუმერია, ქმარმა კი მას მხოლოდ გაყიდული პრდუქციის თანხის ნაწილის დაუბრუნა.

როდესაც ქალმა ქმარს მოსთხოვა დანარჩენი თანხაც დაებრუნებინა, მამაკაცმა მას სახეში ხელი დაარტყა. ცოლმა პოლიციაში დარეკა, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მამაკაცი ადგილზე დააკავეს.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-პრიმა მუხლით პირველი ნაწილით). 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები