ახალი ამბები
გორში ცოლის ცემაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს
მამაკაცს, რომელსაც პროკურატურამ ცოლის ცემის გამო, ბრალი წაუყენა, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის გორის სასამართლოს მოსამართლემ ლევან დარბაიძემ მიიღო.

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურორის შეამდგომლობა და დაეთანხმა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გამოძიების პროცესში, ბრალდებულმა შესაძლოა ზეწოლა მოახდინოს დაზარალებულზე.

გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა მამაკაცი გუშინწინ დააკავეს. ძალადობას წინ უძღოდა კონფლიქტი მეუღლეებს შორის, რომელიც ფულის გამო მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ცოლმა ქმარს თბილისში გასაყიდად გაატანა პარფიუმერია, ქმარმა კი მას მხოლოდ გაყიდული პრდუქციის თანხის ნაწილის დაუბრუნა. როდესაც ქალმა ქმარს მოსთხოვა დანარჩენი თანხაც დაებრუნებინა, მამაკაცმა მას სახეში ხელი დაარტყა. ცოლმა პოლიციაში დარეკა, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მამაკაცი ადგილზე დააკავეს.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-პრიმა მუხლით პირველი ნაწილით). მამაკაცს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები