ახალი ამბები
გორში ქალი და ბავშვი ბინიდან გამოასახლეს
გორში კომბინატის დასახლებაში ნაქირავები ბინიდან მერპატრონემ მდგმურები გამოასახლა. დედა შვილს წასასვლელი არ აქვს, რის გამოც ღამეს ქუჩაში ათევენ.

როგორც დაზარალებული ნაზი საათაშვილი ამბობს მანამდე ანწუხელიძის ქუჩაზე, ძმის სახლში ცხოვრობდა თუმცა ძმის გარდაცვალების შემდეგ რძალმა სახლი გადაიფორმა და მული და მულიშილი სახლიდან გამოაგდო.

„ რაც რძალმა გამომაგდო, დას შევაფარე თავი. იქაც დიდხანს ვერ ვიქნებოდი და ხან სად ვცხოვრობდი , ხან სად. გავიგე კომბინატში ბინა ქირავდებოდა, გუშინ გადმოვედი და დღეს სახლის მეპატრონემ ნივთები გარეთ გამომიყარა და სახლიდან გამომაგდო“ აღნიშნა ნაზი საათაშილმა.

როგორც ირკვევა მეპატრონეს სახლის გაყიდვა სურს ,რის გამოც დედა შვილი სახლიდან ღამის საათებში გამოასახლა.

გორის მერის პრესსამსახურის განცხადებით, მერია ქირის თანხას გადაიხდის, თუმცა ბინა ოჯახმა უნდა მოძებნოს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები