ახალი ამბები
რამდენიმე წუთის წინ ავარია მოხდა გორში
რამდენიმე წუთის წინ, გორში ავარია მოხდა.

კომბინატის დასახლებაში, შინდისის გზატკეცილზე ,,ბე ემ ვე"-ს მარკის ავტომობილი ,,აუდი"-ს მარკის ავტომობილს შეეჯახა.

პირველადი ინფორმაციით, ,,აუდი"-ს მარკის ავტომობილმა გზა გადაუჭრა ,,ბე ემ ვე"-ს მარკის ავტომობილს, რის შედეგადაც შეჯახება მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები