ცხინვალში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა - გარდაიცვალა 1 ქალი
ბოლო 24 საათში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის ახალი, 57
შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი"
ავრცელებს.
დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარის, მარინა ყოჩიევის
ინფორმაციით, გარდაიცვალა ერთი, 88-წლის ქალი, რომელსაც თანხმლევი
დაავადებები ჰქონდა.
ყოჩიევი აღნიშნავს, რომ ,,რესპუბლიკაში" კოვიდშემთევევებმა მას შემდეგ
მოიმატა, როდესაც რუსეთთან დამაკავშირებელი გზა გაიხსნა. 15
სექტემბრიდან დღემდე ცხინვალში კოვიდის 194 შემთხვევა დადასტურდა.
ჯამში, დე-ფაქტო რესპუბლიკაში ინფიცირებულია 200-ზე მეტი ადამიანი.
სტატიის გამოყენების პირობები