ახალი ამბები
ქვახვრელში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა. ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო ქალმა, რომლის კონტაქტები უცნობია.

მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ქვახვრელში კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ტელეკომპანია ,,დიაში" მუშაობს.

ორივე მოქალაქის ინფიცირების წყარო სხვადასხვა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი ტყვიავისა და კარბის სკოლების ერთ მასწავლებელს დაუდასტურდა, ასევე, - გორის მე-9 საჯარო სკოლის
2 მოსწავლეს.

ბოლო 24 საათში, გორში, კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, კასპში - 1; სულ შიდა ქართლში 208 ინფიცირებულია, აქედან 1 უკვე გამოჯანმრთელდა.

208 ინფიცირებულიდან 38 კასპში; 5 - ხაშურში; 1 - ქარელში ცხოვრობს.

საქართველოში 19 ოქტომბრის დილის მონაცემებით, კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17477-ს შეადგენს.გარდაიცვალა 7 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 469 თბილისში, 360 აჭარაში, 99 კი იმერეთში დაფიქსირდა.

"თბილისში 469 ახალი შემთხვევა გვაქვს, აჭარაში 360 ახალი შემთხვევა გვაქვს, იმერეთში-99, ქვემო ქართლში-78, შიდა ქართლში-15, სამეგრელო - ზემო სვანეთში-73, კახეთში-46, გურიაში- 25, მცხეთა - მთიანეთში-14, სამცხე-ჯავახეთში-7",-განაცხადა ენდელაძემ.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6300 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 1388 ადამიანი გადის. ამასთან, "კოვიდ" სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1393- ს შეადგენს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები