ახალი ამბები
სოფელ ზერტში გლეხებს კომში და ვაშლი მოპარეს
სოფელ ზერტში კომშისა და ვაშლის მოსავალს იპარავენ. ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ბადრი ბასიშვილმა გვითხრა.

მისი თქმით, ბოლო სამი დღის განმავლობაში ტონობით ვაშლი და კომში წაიღეს.

,,ათამდე ოჯახის დაკრეფილი მოსავალი ქურდებმა პირდაპირ ხილის ბაღებიდან წაიღეს. მოსახლეობა ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩა.'' - აცხადებს ბადრი ბასიშვილი.  

ადგილობრივები სოფელში გახშირებულ კრიმინალზე საუბრობენ და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

დაზარალებულებს ,,ნაციონალური მოძრაობის" გორის და კასპის მაჟრიტარობის კანდიდატი ბადრი ბასიშილი შეხვდა. ბასიშვილი განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები