ახალი ამბები
ქვემო სობისის სკოლაში კორონავირუსი ახალსოფლელ პედაგოგს დაუდასტურდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისის საჯარო სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ამის მიზეზი დაინფიცირებული პედაგოგია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

პედაგოგი მეზობელი სოფლიდან, ახალსოფლიდან დადიოდა. სკოლის დირექტორის თქმით, მასწავლებელი ბოლოს სკოლაში 20 ოქტომბერს იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, პედაგოგის ინფიცირების წყარო ოჯახის წევრია.

,,ჩვენი მასწავლებლის დაინფიცირების შესახებ გუშინ საღამოს შეგვატყობინეს, სხვა საეჭვო შემთხვევა ჩვენს სკოლაში არ გამოვლენილა. მიუხედავად ამისა, სკოლა ორი კვირის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს''- გვითხრა სკოლის დირექტორმა.

დღეიდან გორის მუნიციპალიტეტში კიდევ სამი სკოლა გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე: გორის მეოთხე, ბეთლემისა და მე-12 სკოლები.

ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კორონავირუსის ახალი, 36 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ საქართველოს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევიდან 686 თბილისში დაფიქსირდა. კორონავირუსის ინფიცირებული პაციენტებიდან 397 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

უფრო კონკრეტულად:

"აჭარის რეგიონში-487 შემთხვევა გვაქვს, იმერეთში- 356, ქვემო ქართლში-36, შიდა ქართლში-35, გურიაში -17, სამეგრელო-ზემო სვანეთში-69, კახეთში-24, მცხეთა -მთიანეთში-12, სამცხე ჯავახეთში-30, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7, თბილისში -686 ახალი შემთხვევა ფიქსირდება",-განაცხადა ბერდია სიჭინავამ

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები