ახალი ამბები
გორი-კასპის მაჟორიტარმა კანდიდატმა შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორებს პოლიციაში უჩივლა
გორისა და კასპის მაჟორიტარმა კანდიდატმა ნანა აღორძინებამ, გინების და შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო, ფეისბუქის მომხმარებლებს პოლიციაში უჩივლა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა qartli.ge-ს განუცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმეს რამე სათქმელი აქვს მასთან, შეუძლიათ პარტიის ოფისში მივიდეს ყველა და პირადად გაესაუბრონ მას:

,,ჩემი ნათქვამი კარგად ვერ გაიგეს, მაგრამ ამდენი უზრდელობა მისაღებია? ვთქვი, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკეებაა საჭირო ტერიტორიების დასაბრუნებლად, რა იყო აქ გასაღიზიანებელი? ყველა ვინც ილანძღება, ამოვიდეს ჩემს ოფისში, გავესაუბრები. დღეს პოლიციაში დავწერე განცხადება და მოვითხოვე მკაცრად დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც მაგინა",- გვითხრა ნანა აღორძინებამ.

,,თუ ცოტას არ დავუთმობთ რუსეთს, ვერაფერსაც ვერ მივიღებთ" - ეს ის განცხადეებაა, რომლიც გორისა და კასპის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ,,თავისუფალი საქართველოსთვის" ნანა აღორძინებამ გააკეთა და რის გამოც სოციალურ ქსელში, კერძოდ ,,ჩემი გორის" ჯგუფში მოქალაქეებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები