ახალი ამბები
გორის ცენტრში პოლიცია სავარაუდო დანაშაულის ფაქტის დადგენას ცდილობს
გორის ცენტრში პოლიციის თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. 

მობილიზებული იყო რამდენიმე ეკიპაჟი, რომლის წევრები ერთ-ერთი კორპუსის ეზოში შევიდნენ. საქმე სავარაუდო დანაშაულის ფაქტს ეხება, რომლის დადგენას გორის შს სამმართველოს თანამშრომლები ცდილობენ.

შს სამინისტროს თანამშრომლებმა კომენტარი არ გააკეთეს. შს სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები