ახალი ამბები
,,ჩვენ, სააკაშვილები გორიდან ვართ" - გორში წინასაარჩევნო შეხევდრაზე ყოფილი პრეზიდენტი ჩაერთო
გორში, ლომჭაბუკის ტერიტორიაზე, გორი-კასპის ოლქის მაჟორიტარი კანდიდატის, ბადრი ბასიშვილის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს.

შეხვედრას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც ესწრებიან. სიტყვით ნიკა მელია გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ ქვეყანაში ოლიგარქის მმართველობა უნდა დასრულდეს. ბადრი ბასიშვილმა მადლობა გადაუხადა გორელებსა და კასპელებს მხარდამჭერისთვის, თუმცა განსაკუთრებული მადლობა დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილებს გადაუხადა. ბადრი ბასიშვილი, სწორედ, ამ ხეობიდან დევნილია:

,,ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით ხეობაში" - განაცხადა ბადრი ბასიშვილმა. სიტყვის ბოლოს შეკრებილებს აცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩაერთვება:

მიხეილ სააკაშვილმა გორელებს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ მისი წინაპრები გორელები იყვნენ.

,,ჩემთვის ინდიკატორია კრიმინალი, სწორედ, კრიმინალებმა მოიყვანეს ეს ხელისუფლება. კრიმინალებმა იმიტომ დაიწყეს ხალხის ხოცვა, ბანკების ძარცვა, რადგან იციან, რომ მალე დასრულდება კრიმინალის მმართველობა. ცდილობენ რამდენიმე დღე კიდევ მოიპარონ, ცდილობენ ბიუჯეტის ქურდები, კიდევ მოიპარონ. მათ იციან, რომ მათი სალაფავის დროს სრულდება ერთ კვირაში" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები