25 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში 1 928 ახალი
დადასტურებული შემთხვევაა. აქედან, 33 - შიდა ქართლში.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბერდია სიჭინავამ,
კოვიდ 19-ის უახლეს სტატისტიკასა და ბოლო 24 საათის განმავლობაში
გატარებულ ზომებთან დაკავშირებით ისაუბრა.
დღეს გამოვლენილი 1 928 შემთხვევიდან, თბილისში არის - 788, აჭარაში -
551, იმერეთში - 245, ქვემო ქართლში - 87, შიდა ქართლში - 33, გურიაში
- 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 93, კახეთში - 42,
მცხეთა-მთიანეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 27, რაჭა-ლეჩხუმსა და
ქვემო სვანეთში - 7.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ 19-ის დადასტურებული
შემთხვევების საერთო რაოდენობა 28 431-ს შეადგენს,
24 საათში გამოჯანმრთელდა 604 პირი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
შეადგენს 10 767-ს.
24 საათში 8 ადამიანი გარდაიცვალა და 2020 წლის 26 თებერვლიდან
დღემდე, სულ 201 გარდაცვალების შემთხვევაა.
ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა 17 437-ს შეადგენს. 3 766
ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ; მძიმე პაციენტი -
429, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 106 პირი,
2 268 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, 11 403 მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში 4 112 ადამიანი იმყოფება. სულ, 6-24 ოქტომბრის
პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია 8 296 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 26 533 პირი, საიდანაც
თბილისში არის 3 237 ადამიანი, აჭარაში - 10 245, იმერეთში - 3
861.
ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის
მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას და გაწეული საქმიანობის
ანგარიშს, რომელსაც ყოველდღიურად ვაწვდით ჩვენს მოსახლეობას", -
აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.
სტატიის გამოყენების პირობები