ახალი ამბები
ქარელსა და ხაშურში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა
შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 33 ახალი შემთხვევა და 2 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბიდან გვაცნობეს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, 2 პაციენტი, რომელიც გარდაიცვალა, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა.

,,გამოჯანმრთელდა 7 ადამიანი. უცნობი ინფიცირების წყაროს მქონე პაციენტებზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა. ინფიცირებულთა ყველა კონტაქტი გადაყვანილია თვითიზოლაციაში.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

ამჟამად რეგიონში კოვიდინფიცირების 481 აქტიური შემთხვევაა. ბინაზე მკურნალობას 245 ინფიცირებული პირი, საჭიროების მქონე და რისკის ჯგუფში შემავალი პაციენტები მკურნალობენ კოვიდ კლინიკებში. ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 1106 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები