ახალი ამბები
,,გორმედის" COVID-კლინიკებში დღეს თავისუფალი მხოლოდ 8 ადგილი დარჩა
25 ოქტომბრის მდგომარეობით, ,,გორმედის'' ქსელის 2 კოვიდკლინიკაში 126 პაციენტი მკურნალობს. თავისუფალი მხოლოდ 8 ადგილი დარჩა.

ამის შესახებ ,,კლინიკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან გვაცნობეს. რეგიონში ,,გორმედის" ორი კლინიკა მუშაობს, ერთი გორსა და მეორე ხაშურში.

ორივე კლინიკა 134 საწოლზეა გათვლილი.

ცნობისათვის, შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 33 ახალი შემთხვევა და 2 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. 2 პაციენტი, რომელიც გარდაიცვალა, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა.

,,გამოჯანმრთელდა 7 ადამიანი. უცნობი ინფიცირების წყაროს მქონე პაციენტებზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა. ინფიცირებულთა ყველა კონტაქტი გადაყვანილია თვითიზოლაციაში.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

ამჟამად რეგიონში კოვიდინფიცირების 481 აქტიური შემთხვევაა. ბინაზე მკურნალობას 245 ინფიცირებული პირი, საჭიროების მქონე და რისკის ჯგუფში შემავალი პაციენტები მკურნალობენ კოვიდ კლინიკებში. ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 1106 ადამიანი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები