ახალი ამბები
ხაშური-ქარელის კანდიდატი კახა კოჟორიძე შავ პიარის წარმოებაში მმართველი გუნდის კანდიდატს ადანაშაულებს
,,რამდეჯერაც ოცნება და მისი კანდიდატი გავაკრიტიკე, გამოხტა მათ მიერ დაფინანსებული ფეისბუქ გვერდი და ტრადიციული შავი პიარითა და ტყუილით ახალ-ახალ მწვერვალებს იპყრობს.'' - ამის შესახებ განცხადებას ,,ლელოს" კანდიდატი კახა კოჟორიძე ავრცელებს. 

მისი თქმით, მმართველი გუნდის კანდიდატს, ზაალ დუგლაძეს დისკუსია, დებატები, მსჯელობა არ შეუძლია:

,,სამაგიეროდ შავი პროპაგანდა და ტყული შეუძლიათ. ამჯერად მეტი ეფექტისთვის თვალებიც ჩამიშავეს. თან ამას აკეთებენ ხაშურელების სახელით. ოცნების დაფინანსებულ გვერდსაც ,,ხაშურელები“ დაარქვეს. ახლა, აგვისტოს ბოლოს შექმნეს ეს გვერდი. ჯერ მხოლოდ ეკლესია-მონასტრების ფოტოები დადეს, მერე ნაზუქის და მერე ჩემი ლანძღვაც მიაყოლეს (თან მხოლოდ ჩემი! ისიც თქვეს, რომ თითქოს ხაშურელებს ,,ლარ-ნახევრად გაყიდულები“ ვუწოდე. ეს ტყუილია. მე რაც ვთქვი, საჯაროდ დევს ჩემს გვერდზე, ქვემოთ არის ლაივი და ყველას შეუძლია ნახვა. ამ გვერდის მიერ დაწერილი კი არის ტყუილი. სულ ეს არის მათი ინტელექტის ჰორიზონტი.'' - აღნიშნავს ხაშური-ქარელის კანდიდატი კახა კოჟორიძე.

გუშინ კოჟორიძემ ,,ქართული ოცნების" ოფისში სხვადასხვა სახის პროდუქტები მიიტანა. როგორც კოჟორიძე აცხადებს, წინასაარჩევნოდ, მმართველი გუნდი მოსახლეობაში პროდუქტებს არიგებს ხმების მოსაპოვებლად. სწორედ, ამ პროდუქტების მიტანის შემდეგ გამოქვეყნდა ,,ხაშურელების" ფეისბუქგვერდზე ფოტო წარწერით: 

,,კახა კოჟორიძე ხაშურის მოსახლეობას შეურაცხყოფას აყენებს და მათ ხმებს ლარ-ნახევრად აფასებს ! უმხარდამჭერო კანდიდატი ისტერიკაშია. ინსტიქტებით მართული, უტიფარი კოჟორიძე დღეს ,,ქართული ოცნების" ოფისთან მივიდა და კარტოფილი, ზეთი და სხვა პროდუქტები მიიტანა, ხაზგასასმელად იმისა, რომ ხაშურელები სწორედ ამგვარად იყიდებიან. წარმოუდგენლად სამარცხვინოა, როდესაც ადამიანს შეუძლია ხაშურის მოსახლეობას გაყიდული უწოდოს! გასაგებია, რომ საარჩევნო კამპანიაა, მაგრამ პოლიტიკაშიც არსებობს ზღვარი. იმის გამო, რომ ადამიანები არ გირჩევენ, არ შეიძლება მათ ლარ-ნახევრად გაყიდულები უწოდო !'' - წერია ,,ხაშურელების'' ფეისბუქის გვერდზე, რომელსაც 1500 გამომწერი ჰყავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები