ახალი ამბები
ცხინვალში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ განცხადებას დე-ფაქტო მთავრობის სანიტარული სამსახურის უფროსი მარინა ყოჩიევა ავრცელებს.

მისი თქმით, შაბათის შემდეგ, ტესტირება 192 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც დადებითი პასუხი 78-მა ადამიანმა მიიღო.

მისივე განმარტებით, 2020 წლის 15 სექტემბერის შემდეგ, რეგიონში კოვიდით 469 პაციენტია დაავადდა. 15 სექტემბერს ,,რესპუბლიკამ" ე.წ. საზღვარი გახსნა რუსეთთან.

"შაბათის შემდეგ სამხრეთ ოსეთში COVID-19 ინფექციის 78 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის მოხსნის დღიდან (15 სექტემბერი), 469 მოქალაქე დაავადდა ", - აღნიშნა კოჩიევამ.

აპრილიდან დღემდე 6 ათასზე მეტი ტესტი გაკეთდა. ყველა საშუალო სკოლა და საგანმანათლებლო დაწესებულება დაკეტილია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები