ახალი ამბები
გორის გასასვლელში ავარია მოხდა
გორთან ახლოს, სოფელ ბერბუკის გადასახვევთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულები არ არიან.

შს სამინისტროს ცნობით, მძღოლს, რომელმაც საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები