ახალი ამბები
გორის ყოფილი კოლმეურნეობის ბაზრის მფლობელი მერია გახდა
გორის ყოფილი კოლმეურნეობის ბაზარი ,,ქართუმ" იყიდა და ორი დღის შემდეგ გორის მერიას გადასცა. ამის შესახებ ცვლილებები საჯარო რეესტრში 21 და 23 ოქტომბერს განხორციელდა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ებრაულმა კომპანიამ ქონება ,,ქართუ" ჯგუფს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა. ,,ქართუ" ჯგუფმა კი სისპ ,,გორის მუნიციპალიტეტს" 23 ოქტომბერს აჩუქა.

გორის ყოფილი საკოლმეურნეო ბაზარი 2011 წლამდე შპს ,,სავაჭრო ცენტრს" და მის ყოფილ დირექტორს ჯემალ წიკლაურს ეკუთვნებოდა. 2011 წლიდან კი ის ქართულ-ებრაულმა კომპანიამ იყიდა.

წლების განმავლობაში ქონება იპოთეკით, ,,ქართუ" ბანკში იყო დატვირთული. ბაზარმა ვერ იმუშავა და ყოველწლიურად ვალები ედებოდა.

მანამდე ბაზრის ყოფილმა მფლობელმა, ჯემალ წიკლაურმა, 2004 წელს ქონება გორის მაშინდელ გამგეობას აჩუქა. წიკლაურმა ჩუქების ხელშეკრულებას ციხეში მოაწერა ხელი. მოგვიანებით, ის ციხიდან გამოვიდა, თუმცა ქონება მისთვის უკან არავის დაუბრნებია.

1ელ ფოტოზე: საჯარო რეესტრის ამონაწერი 2020 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით, სადაც ქონების მფლობელი ,,ქართუ ჯგუფი" ჩანს


მე-2 ფოტოზე: საჯარო რეესტრის ამონაწერი 2020 წლის 23 ოქტომბრის მდგომარეობით, სადაც ქონების მფლობელი ,,გორის მუნიციპალიტეტი" ჩანს



იხ. ამავე თემაზე:

გორის ძველ ბაზართან ერთად გაიყიდა ახალი ბაზარიც - ,,ქართუმ" 4.84 მლნ ლარი გადაიხადა
Print

სტატიის გამოყენების პირობები