ახალი ამბები
გორის ძველ ბაზართან ერთად გაიყიდა ახალი ბაზარიც - ,,ქართუმ" 4.84 მლნ ლარი გადაიხადა
გორის ძველ და ახალ ბაზრებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გაყიდულია როგორც ძველი, ასევე ახალი ბაზარი, რომელიც წმინდწყალზე მდებარეობს.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე ორივე ქონება 4,84 მლნ ლარად გაყიდა.

დეტალები  qartli.ge-ს ,,საქართველო ისრაელის პროექტების მენეჯმენტის" ყოფილმა ადვოკატმა ბაკურ ზურაბაშვილმა გააცნო. მისი თქმით, ქართულ-ებრაულ კომპანიას ,,ქართუ"ბანკის მიმართ დავალიანება ჰქონდა, რის გამოც ბაზრები ჩამოართვეს, თუმცა ,,საქართველო ისრაელის პროექტების მენეჯმენტს" ბანკის მიმართ ვალი კიდევ დარჩა:

,,კომპანიას ქართუ ბანკის მიმართ ჰქონდა დავალიანება 1 მლნ 700 000 დოლარი. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ქონება ჩამოართვა და აუქციონზე გაიტანა. ორივე ბაზარი იპოთეკით დატვირთული იყო ქართუ ბანკში. აუქციონის შედეგად ორივე ბაზრის ტერიტორია ქართუ ჯგუფმა იყიდა" - აცხადებს ბაკურ ზურაბაშვილი.

ორივე ბაზარი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ცალ-ცალკე გაყიდა.

წმინდაწყალზე არსებული ,,ახალი ბაზარი" აუქიონის შედეგად ,,ქართუ ჯგუფმა" 4 მლნ 360 000 ლარად იყოდა, ხოლო ყოფილი კოლმეურნეობის ბაზრის ტერიტორია - 480 000 ლარად, ჯამში - 4 მლნ 840 000 ლარი გადაიხადა.

ეს ცვლილებები განხორციელდა 2020 წლის 21 ოქტომბერს.

ორი დღის შემდეგ, 2020 წლის 23 ოქტომბერს ,,ქართუ ჯგუფმა" ორივე ქონება სსიპ ,,გორის მუნიციპალიტეტს" გადასცა, რომლის დამფუძნებელი გორის მერიაა.

იხ. ამავე თემაზე:

გორის ყოფილი კოლმეურნეობის ბაზრის მფლობელი მერია გახდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები