ახალი ამბები
,,წამოიყვანეთ თითო ადამიანი არჩევნებზე" - ,,ლელოს" კანდიდატის მიმართვა გორში
დღეს, გორი-კასპის ოლქის მაჟორიტარმა კანდიდატმა, პაპუნა კობერიძემ მხარდამჭერებთან ერთად, გორის ქუჩები მოიარა. მან გორის ბაზრის თანამშრომლებიც მოინახულა.

პაპუნა კობერიძემ ამომრჩევლებს ამცნო, რომ იმ მოძრაობას, რომელსაც წარმოადგენს, ოფიციალურად, 450 000 რეგისტრირებული მხარდამჭერი ჰყავს:

,,ამიტომ, მოვუწოდებ იმ ამომრჩეველს, ვინც ჩვენს მხარდამჭერად დარეგისტრირდა, საარჩევნო უბანზე წაიყვანოს კიდევ ერთი ამომრჩეველი, შემოხაზონ ლელოს ნომერი და დაასრულონ ის მმართველობა, რომლის შეცვლაც ასე სურთ," - განაცხადა პაპუნა კობერიძემ.

პაპუნა კობერიძე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ,,ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელი იყო და კოალიცია ,,ქართულ ოცნების" რიგებში ირიცხებოდა. ,,ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, შემდეგ კი, - ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს, ოპოზიციაში გადავიდა და ,,შენების მოძრაობის" სიით საკრებულოს წევრი გახდა.

გორი-კასპის ოლქში სულ 13 მაჟორიტარობის კანდიდატია რეგისტირებული. 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები