ახალი ამბები
გორის 10-მდე საარჩევნო უბანზე COVID-19-ის გამო კომისიების შემადგენლობა იცვლება
გორის ოლქში შემავალ სხვადასვა უბანზე, კორონავირუსის შემთხვევების გამო, კომისიების შემადგენლობა იცვლება. ამის შესახებ qartli.ge-ს საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო ორი დღეა, საოლქო კომისია დაკავებულია საუბნო კომისიების შემადგენლობებში ცვლილებების განხორციელებით.

,,ამ წუთას ვიმყოფებით მერეთის საარჩევნო უბანზე, აქ ორი უბანია. კორონავირუსი შემთხვევის გამო, რამდენიმე წევრი თვითიზოლაციაში გადავიდა და ამიტომ ცვლილებები განხორციელდა. დაახლოებით, ანალოგიური მდგომარეობაა ძევერაში, ტინისხიდში, კარალეთში, ვოლოგდის დასახლებაში..." - ამბობს მალხაზ მირუაშვილი.

ვოლოგდის უბანზე, რომელიც საბავშვო ბაღშია გახსნილი, კორონავირუსი ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა, რომელიც კომისიის წევრი არაა, თუმცა, საბავშვო ბაღის თანამშრომელია. ამის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდნენ საუბნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და კომისიის ორო წევრი. ტინისხიდში კომისიის 3 წევრი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. მერეთში ორივე უბანზე კოვიდის შემთხვევები დადასტურა, კერძოდ, გუგუტიანთკარსა და კოშკაში კორონავირუსი მდივანს დაუდასტურდა. კარალეთის უბანზე - კომისიის წევრები.

როგორც მალხაზ მირუაშვილი ამბობს, ხშირ შემთხვევაში კომისიის ერთი წევრის დაინფიცირების გამო, თვითიზოლაციაში სხვა წევრები გადაყავთ, ამიტომ, ხელახალი წევრების არჩევა მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები