ახალი ამბები
კასპის სოფელ ახალქალაქში ჩოგბურთის 4 კორტი აშენდება
,,მეფის ქალაქად" წოდებულ სოფელ ახალქალაქში ჩოგბურთის კორტები აშენდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“ დღეს მიიღო.

სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოთხი კორტის ასაშენებლად 62 700 ლარი გამოიყო. 

ტენდერი დღეს გამოცხადდა და საბუთების მიღება 6 ნოემბერს დასრულდება. გამარჯვებული კომპანია ნოემბრის შუა რიცხებში გამოვლინდა. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღეში უნდა დასრულდეს. 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, ამჟამად, ძველი უბნის, ე.წ. მეფის ქალაქის რესტავრაცია მიმდინარეობს. 

ქვემოთ ფოტოზე: ადგილი, სადაც კორტები აშენდება



რაც შეეხება როსტომ ხანის მიერ დაარსებულ,,მეფის ქალაქის" რეაბილიტაციას, ის 2021 წელს დასრულდება.

,,პროექტი ითვალისწინებს ციხე-გალავნის კედლების ლოკალურ გამაგრებას, მიღებული ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე შერჩეული სამშენებლო მასალებით საკონსერვაციო სამუშაოებს - გალავნის მთელ პერიმეტრზე, კოშკების აღდგენას და ძველი ,,კონტურების გაცოცხლებას" გალავნის ტერიტორიაზე, რაც გაითვალისწინებს არსებულ კონტურებზე მსუბუქი კონსტრუქციებით ახალი სილუეტების გჩენას. აღდგება ჭიშკარი, გამწვანდება გალავნის შიდა ტერიტორია, მის გარეთ მდებარე გვიანდელ უსახურ მიშენებებს კი გაუკეთდება დემონტაჟი." - აღნიშულია პროექტში.

პროექტის მომზადების დროს გამოიყენეს ი. მოსულიშვილის, ი. შარაშენიძისა და ხ. ქომეთიანის საავტორო ჯგუფის მიერ 1989-1990წწ. მომზადებული ანაზომები, როგორც საარქივო მასალა.

სოფელში 1908 წელს აღმოჩნდა ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო მეოთხედის ბრინჯაოს ნივთების ახალქალაქის განძი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები